-
2014-11-19 12:24
თვითაღიარებული ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა, იგორ პლოტნიცკიმ უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო დუელში გამოიწვია. პლოტნიცკი პოროშენკოს სთავაზობს ამ გზით გადაწყდეს გამარჯვებული და უკრაინის აღმოსავლეთში შეირაღებული კონფლიქტი დასრულდეს.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, ამის თაობაზე პლოტნიცკიმ ღია წერილი გამოაქვეყნა. თვითაღიარებული ე.წ. რესპუბლიკის ლიდერი პეტრო პოროშენკოს უფლებას უტოვებს დუელისთვის ადგილი და იარაღი თვითონ შეარჩიოს.
"ძველი სლავი მეთაურების და კაზაკი ატამანების მაგალითზე, ერთი-ერთზე შეხვდეთ ერთმანეთს. ვინც გაიმარჯვებს, ის უკარნახებს პირობებს დაპირისპირებულ მხარეს", - ნათქვამია პლოტნიცკის ღია წერილში.