80 წლის ჩარლზ მენსონს, სავარაუდოდ 26 წლის გოგონა მოჰყავს ცოლად

Image

სვასტიკის ტატუიანი მასობრივი მკვლელი ჩარლზ მენსონი, რომელიც ამჟამად სასჯელს იხდის, რამდენიმე თვეში ცოლს ირთავს. გავრცელებული ინფორმაციით, მენსონმა მიიღო ქორწინების ლიცენზია 26 წლის ელენ ბურტონთან შესაუღლებლად.

 

ბურტონი დაახლოებით ცხრა წლის წინათ გადავიდა საცხოვრებლად კალიფორნიაში, რათა ახლოს ყოფილიყო მენსონთან. მან ჟურნალ „როლინგ სტოუნზს“ საქორწინო გეგმებიც გაუმხილა.

 

„პირდაპირ გეტყვით, რომ მე და ჩარლი დაქორწინებას ვაპირებთ, ზუსტად როდის მოხდება ეს, ჯერ არ ვიცით. მაგრამ ამ საკითხს ძალიან სერიოზულად ვუდგები. ჩარლი ჩემი ქმარია.“

 

თავად მენსონმა იმავე ჟურნალს განუცხადა, რომ ვარაუდები ქორწინების შესახებ „სრული აბსურდი“ იყო, მაგრამ ბურტონის თქმით, ამის შემდეგ მან აზრი შეიცვალა.

 

ჩარლზ მენსონი ამჟამად 80 წლისაა. შეგახსენებთ, მან ჩამოაყალიბა სექტა კალიფორნიაში, 1960-იან წლებში და სურდა, რასობრივი ომი წამოეწყო ამერიკაში. ის ქადაგებდა, რომ ადამიანის მკვლელობა არის უდიდესი კეთილშობილება და არა ბოროტება, რადგან ადამიანის სულს ხორცისგან განთავისუფლება და ზეცაში დამკვიდრება სურს.

 

მისი შთაგონებით მენსონის ოჯახის წევრებმა მოკლეს ფეხმძიმე ამერიკელი მსახიობი შერონ ტეიტი, რეჟისორ რომან პოლანსკის მეუღლე.

 

მენსონი 1969 წლიდან დაპატიმრებულია და კალიფორნიის ციხეში იმყოფება. მენსონს არაერთხელ უთხრეს უარი ამნისტიაზე, თუმცა, მედიის ინფორმაციით, ის ციხიდან 2027 წელს, 92 წლის ასაკში, თავდებით უნდა გამოვიდეს.

 

menson.jpg

 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !