
ნაპოლეონის ცნობილი ქუდებიდან ერთ-ერთი პარიზის აუქციონზე ამ კვირის ბოლოს გასაყიდად გამოტანილ იმ ათას ნივთს შორის იყო, რომელიც თავისი ისტორიით საფრანგეთის იმპერატორის ცხოვრებასთანაა დაკავშირებული.
კოლექცია მონაკოს სამეფო ოჯახს ეკუთვნის, რომელმაც ეს ნივთები საკუთარი სასახლის რეკონსტრუქციის დასაფინანსებლად გაყიდა.
ქუდი ნაპოლეონის საჯინიბოების ვეტერინარის საკუთრებაში იყო, მისმა შთამომავალმა კი ის მონაკოს პრინცს გადასცა. ნივთების ეს კოლექცია გრიმალდების დინასტიას ეკუთვნოდა.
ქუდთან ერთად კოლექციაში შემავალი სხვა ნივთებიც (ქვემოთ, ფოტოებში: ბრილიანტის თვლებიანი ნაპოლეონის ხმალი, იშვიათი ნაჭრის შარფი, რომელსაც იმპერატორი ატარებდა, ბრინჯაოს ბიუსტი, ნაპოლეონის ხელით დაწერილი ორი წერილი, ჟოზეფინას ნაქონი საფულე, ნაპოლეონის პატარა შვილის, ნაპოლეონ მეორის ოთახის ფეხსაცმლები და სხვა სამოსი, მაგალითად - თეთრი პერანგი) ექსტრაორდინალურად მაღალ დონეზეა შენახული.
ნაპოლეონის ქუდი კოლექციის ყველაზე ძვირადღირებული ნივთი იყო, რომლის საწყისი ფასიც ხუთასი ათას ევროს შეადგენდა. აღნიშნული ქუდი სამხედრო სტილისაა და ერთ-ერთია იმ ცხრამეტთაგან, რომელიც ისტორიას შემორჩა (ცნობილია, რომ ნაპოლეონს ანალოგიური სტილის ასოცამდე ქუდი ჰქონდა).
აუქციონის შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა: სამხრეთ კორეელმა კოლექციონერმა ნაპოლეონის ქუდი მილიონ ცხრაასიათას ევროდ შეიძინა.
მოამზადა ბექა ბერულავამ