„ო, მიშა შენ რა გითხარი, ამ სიშორეზე სად წამომიყვანე“...

Image

გიგი უგულავა კახა ბენდუქიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

 

„კახას...

 

მიჭირს წერა, მიჭირს გამოთქმაც, მიჭირს წარმოდგენაც, რომ კახა ბენდუქიძე აღარ არის. აქ ყოფნაც პირველად გამიჭირდა ამ ხუთი თვის მანძილზე.

 

იაპონიაში პრეზიდენტის ვიზიტისას ერთად ვიყავით. ქუჩაში შემთხვევით გამვლელი იაპონელები განსაკუთრებული მოწიწებით მოდიოდნენ და კახას მუცელზე დაუკითხავად თავს, ლოყას და ხელებს ადებდნენ. თითქოს ემთხვეოდნენ. თავიდან გაერთო, მერე მობეზრდა და გაბრაზდა, რას გადამეკიდა ეს ხალხიო.

 

საბოლოოდ გაირკვა, რომ იაპონიაში მსუქანი კაცი კეთილდღეობისა და მშვიდობის მომტანია. და მასაც, როგორც ღვთაებას ემთხვეოდნენ. ძალიან სასაცილო და საყვარელი სანახავი იყო, როცა მობეზრდებოდა და ბუზღუნს იწყებდა. პირველად მაშინ თქვა ფრაზა: "ო, მიშა შენ რა გითხარი, ამ სიშორეზე სად წამომიყვანეო." " ო, მიშა შენ რა გითხარი.... " შემდგომში მფრინავ ფრაზად იქცა. მაგალითად: "ეს მინისტრად რამ დაგანიშნინა ?!" სულ ბოლოს მისი სახალისო ფრაზით ასრულებდა :" ო მიშა შენ რა გითხარი, ეს რა ხალხი მოიყვანე, რა ხალხი !"

 

კახასთან შეუძლებელი იყო ურთიერთობა კამათის და შემდეგ ჩხუბის გარეშე. ყველა რეფორმა ასე მიიწევდა წინ. ყოველი ასეთი კონფლიქტის შემდეგ, მე მქონდა საპატიო მისია - შერიგების ორგანიზება. შერიგების მისიას ყოველთვის ვიწყებდი ორბელიანის ფრაზით ნათქვამს ილია ჭავჭავაძის მიმართ: "ის ლიბერალი ბურთივით მრგვალი". მისია წარმატებით და მშვიდობით სრულდებოდა კახასთან, მისივე რეცეპტით მომზადებული და ქალბატონი რუსუდანის მიერ გაწყობილი სუფრით.

 

ბოლოჯერ, დაპატიმრებამდე რამდენიმე დღით ადრე ვნახე. წამოსვლისას ეზომდე გამომაცილა, გამომშვიდობებისას იაპონია გამახსენდა და თავი გვერდულად მუცელზე დავადე, როგორც კეთილ ღვთაებას. გაეცინა და მითხრა, შენ ეგ არ გიშველის, მაინც დაგიჭერს ბიძინა, მაგრამ არაუშავს, ახალგაზრდა ხარ და გაუძლებ, მე ვიკითხოო!

 

მას შემდეგ აღარ მინახავს. უკვე აქედან, მატროსოვიდან წერილი მივწერე ბევრი smile - ით. მართალია,

 

მისი აქ, ციხეში ყოფნა წარმოუდგენელი და შეუძლებელი იყო. პასუხი აღარ მიმიღია.

 

მშვიდობით ჩემო მეგობარო ! მე ვიცი, რომ გავა არც ისე ბევრი წელიწადი და ორ "ბურთივით მრგვალ ლიბერალს " შორის შთამომავლობა ძალიან ბევრს იპოვის საერთოს, განსხვავებას კი ძალიან ცოტას! ბევრი smile- ით გემშვიდობები", - წერს გიგი უგულავა. 

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !