პირველად საქართველოში: "თბილბიურო" განვადებით დაკრძალვას აანონსებს

Image

სარიტუალო მოსახურების კომპანია "თბილბიუროს" ოფიციალურ გვერდზე სიახლეა - "მომენტალური განვადება დაკრძალვის სრული სერვისით". იქვე მითითებულია, რომ კომპანია დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ. "თბილბიუროს" დირექტორი "კომერსანტთან" ამბობს, რომ განვადების რამდენიმე შემთხვევა უკვე იყო. 

 

კომპანიის დირექტორმა კოკა სართანიამ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება რამდენიმე ისეთი შემთხვევის შემდეგ მიიღეს, როდესაც ადამიანი მოულოდნელად გარდაიცვალა, ოჯახს კი, მისი დაკრძალვისთვის აუცილებელი სახსრები არ გააჩნდა.

 

„ეს მომსახურება ერთი თვის წინ დავიწყეთ. განვადების რამდენიმე შემთხვევა უკვე იყო. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ამის შესახებ ჯერ არ იცის, რომ გაიგეგენ, მათი რაოდენობა უკვე გაიზრდება. ნამდვილად საჭირო შეთავაზებაა“, - განაცხადა სართანიამ.

 

მისი განცხადებით, 0%-იანი განვადება კომპანიის პარტნიორ ბანკთან კეთდება, კომპანია კი, ბანკს თითოეულ დამტკიცებულ განვადებაზე, ღირებულების 4 %-ს უხდის. რაც შეეხება დაკრძალვის ღირებულებას, სართანია განმარტავს, რომ ეს რამდენიმე სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. სრული მომსახურების საშუალო ფასი კი– 4000 ლარია. აღსანიშნავია, რომ ამ ღირებულებაში ქელეხის ხარჯებიც შედის.

 

ganvadeba.jpg

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !