პარლამენტის წევრი, რომელმაც ჟურნალისტების ჩაცმულობა გააკრიტიკა, მიიჩნევს, რომ მისი ჩაცმულობა არავის საქმე არ არის

Image

პარლამენტის წევრს თამაზ (გია) ჯაფარიძეს, რომელიც დღეს პარლამენტში ჟურნალისტების ჩამულობას აკრიტიკებდა, "კვირა" კომენტარისთვის დაუკავშირდა და მისი ჩაცმულობით დაინტერესდა. ჯაფარიძე დღეს პარლამენტში ჯინსის სარვლითა და სვიტერით იმყოფებოდა. "კვირის" შეკითხვა ჯაფარიძემ შეურაცხყოფად მიიღო. 

 

„მე რას ჩავიცვამ, არავის საქმე არ არის. მე რომ სხვანაირად ვფიქრობდე, ჩემს ჩაცმულობაზე და არ მომწონდეს, სხვანაირად ჩავიცვამდი. რაც შეეხება ჩემს წვერს, მე კი არა, ილია ჭავჭავაძე იჯდა დუმაში წვერ-ულვაშით. ასე დადიოდა აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა და შოთა რუსთაველიც. არაა თქვენი საქმე ჩემი ჩაცმულობა, გაიგეთ? შეურაცხყოფას თავი დაანებეთ“, – განაცხადა თამაზ ჯაფარიძემ.

 

დეპუტატმა კომიტეტის სხდომაზე გაკეთებული განცხადება „კვირასთან“ საუბარში უარყო და აღნიშნა, რომ მას ჟურნალისტების ჩაცმულობასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუხატავს.

 

„მე ჟურნალისტების საწინააღმდეგოდ არაფერი მითქვამს. მე ვთქვი ყველას მიმართ, ვინც არ უნდა იყოს პარლამენტის შენობაში „ტრუსიკ-მაიკის“ ამარა, არ უნდა შემოვიდეს-მეთქი. ეს ჟურნალისტების მისამართით არ მითქვამს. იქ შემოვიდა ვიღაცა „მაიკით“, მე არ ვიცი, ის ჟურნალისტი იყო თუ პოლიტიკოსი. მე ვთქვი ყველას მისამართით, რომ ადამიანმა თავისი ჩაცმულობით და გარეგნობით, პატივი უნდა სცეს იმ გარემოებას, სადაც არის, ვინც არ უნდა იყოს ის“, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

 

მანამდე საინფორმაციო საშუალებებმა მისი სიტყვები გაავრცელეს: „მოდის ისეთი თაობა და პერიოდი, რომ ამას წინათ, აქ შემოვიდა ვიღაც და უკაცრავად, “ტერნიაჟით” იჯდა. შეიძლება კომიტეტის სხდომაზე კორესპონდენტი „მაიკით“ შემოვიდეს? ეს არ შეიძლება. ამას უნდა თავისი კანონი. ყველაფრის თავის ჭკუაზე მიშვება შეიძლება?! – არ შეიძლება”.

 

„კვირა“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მეუღლესაც დაუკავშირდა. თუმცა, მზია მარკოიშვილმა ვერ გაიხსენა, რა ეცვა მის მეუღლეს დილით.

10569206_10152535582584779_1410189068_n

 

„მე დილით ადრე გამოვედი და არც კი ვიცი, როგორ წავიდა დღეს პარლამენტში. ჩემი მეუღლის ჩაცმულობაზე შენიშვნა არავის უთქვამს“, – აღნიშნა მზია მარკოიშვილმა.

 

აღსანიშნავია, რომ თამაზ ჯაფარიძე, რომელიც დეპუტატის იმუნეტეტით სარგებლობს, სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრის მსახიობია და ყველა სპექტაკლში დღემდე მთავარ როლს ასრულებს. როგორც „კვირას“ თეატრის ოფისმენეჯერმა მეგი მახარაძემ განუცხადა, თამაზ ჯაფარიძე თეატრთან აქტიურად თანამშრომლობს.
“„თამაზ ჯაფარიძე დილით რეპეტიციებს ესწრება, ყველა სპექტაკლში მონაწილეობს და თითქმის ყველგან მთავარი როლი აქვს. ბოლოს 11 ნოემბერს სპექტაკლ „ჭურში“ ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა. რა თქმა უნდა, ხელფასსაც იღებს“, – აღნიშნა მეგი მახარაძემ.

 

„კვირა“ დეპუტატის ქონებრივი დეკლარაციითაც დაინტერსდა, რომელიც თამაზ ჯაფარიძემ 2013 წლის 25 დეკემბერს შეავსო. დოკუმენტით ირკვევა, რომ მსახიობმა თამაზ ჯაფარიძემ თეატრიდან ხელფასის სახით 4440 ლარი მიიღო, ხოლო დეპუტატმა ჯაფარიძემ – 14 804 ლარი. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოჯახთან ერთად გლდანის დასახლებაში ცხოვრობს.

 

"კვირა", იზა შაქარაშვილი

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !