
„თავისუფალი საქართველოს“ ლიდერის კახა კუკავას თქმით, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.
„ირაკლი ალასანია და მისი "თავისუფალი დემოკრატები" ძალიან სერიოზული ძალააა, უსინდისოა ყველა ის ადამიანი, ვინც საუბრობს იმაზე, რომ თავდაცვის სამინისტროში კორუფცია იყო.
"ქართულ ოცნებაში" ბევრი მეგობარი მყავს და ჯერ კიდევ 6 თვით ადრე ყველამ იცოდა, რომ ალასანიას წინააღმდეგ რაღაცას ამზადებდნენ. თუ ალასანია თავისი ნებით არ წავიდოდა, მაშინ მის წინააღმდეგ საქმეს აღძრავდნენ.
ეს ყველამ იცოდა. ეს ინფორმაცია „ოცნებაში“ მყოფი არაერთი ადამიანისგან მაქვს. თანაც ამას ამბობდნენ ჩვეულებრივ საუბარში და ეს არ უთქვამთ რაღაც კონფიდენციალური საუბრის დროს“, - აღნიშნა კახა კუკავამ.
„რეზონანსი“