
ნიგერიაში ბეჰემოთმა გადააბრუნა ნავი, რომლითაც ბავშვებიც მგზავრობდნენ. არის მსხვერპლი. სკოლის ასაკის ბავშვებს მდინარეში ჯერაც ეძებენ.
ინციდენტი დედაქალაქ ნიამეიში მდებარე მდინარე ნიგერიაში მოხდა. მენავეს სკოლის მოსწავლეები გადაჰყავდა, როცა ის ბეჰემოთის სამიზნე გახდა. მან ნავი გადააბრუნა, ორი ბავშვი დაიხრჩო, ხოლო 11 უგზო-უკვლოდ დაკარგულადაა გამოცხადებული.