
"ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიგა ბოკერიას თქმით, საქართველო შორდება ევროპულ გზას.
ასეთი შეფასება ბოკერიამ ევროპარლამენტში დღეს საქართველოზე რეზოლუციის განხილვის ფაქტის კომენტირებისას გააკეთა.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში დოკუმენტის ტექსტს მომხსენებელი ანდრეი მამიკინსი წარადგენს.
როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, ისინი მოუწოდებენ ევროპარლამენტში ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ მხარი დაუჭირონ საქართველოს შემდგომ ინტეგრაციას და კერძოდ, ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას.
„თუმცა ფაქტია, რომ მიმდინარეობს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების პოლიტიკური დევნა, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს ჩვენს ევროპელ პარტნიორებში და ბუნებრივია, ეს არ არის ევროპული გზა, ეს გზა გვაშორებს ევროპას,“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
"რუსთავი-2"