-
2014-11-17 16:49
დევნილთა სამინისტროს ფინანსურ მდგომარეობას და გაწეულ ხარჯებს აუდიტის სამსახური სწავლობს, - ამის შესახებ განცხადება დევნილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა გააკეთა.
სოზარ სუბარი არ გამორიცხავს, რომ მის უწყებაში დარღვევები იქნეს გამოვლენილი. თუმცა ის არ ფლობს ინფორმაციას აუდიტის სამსახურის დასკვნაზე დაარც იმაზხე თუ რა დარღვევებია აღმოჩენილი დევნილთა სამინისტროში.
„არ გამოვრიცხავ, იყოს დარღვევები სამინისტროში. ეს ნორმალურია. მთავარია, გავიგოთ, რა ტიპის დარღვევებზეა საუბარი,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.