„ექსპერტები ამბობენ: ყველანაირად სუფთაა, არასოდეს არც ქალთან ჰქონია ურთიერთობა და არც - მამაკაცთანო“

Image

როგორც „gzapress.ge“ წერს, გასულ კვირას, თბილისში პეკინის 14 ნომერში მოკლული ტრანსგენდერი, ბექა ბერიანი, იგივე საბი ქრისტიანული წესით მიბარეს მიწას.

 

მოძღვარმა მას წესი აუგო, დაკრძალვამდე ცხედართან სულ ენთო კანდელი და სანთელიც.

 

„GzaPress“-სთან ინტერვიუში ბექა ბერიანის კარის მეზობელი, მაგული სონღულაშვილი იხსენებს:

 

„ჩემს ხელში გაზრდილი ბავშვია. 4 თვის დაშორდნენ მისი მშობლები ერთმანეთს და მას მერე აქ იზრდებოდა. ბექას დედა, თამუნა თელავში სწავლობდა, როცა მოულოდნელად დედამისი დაიღუპა. ტიროდა,  სწავლას თავი უნდა დავანებო, რადგან ხელის შემწყობი არავინ მყავსო.

 

არ დავანებებინით სწავლისთვის თავი.  ისწავლე და ბავშვს მე მივხედავ-მეთქი. მის მოსვლამდე სულ ჩემთან მყავდა. კარგი ბავშვი იყო. გადახრა თავიდან არ შეგვინიშნავს. ერთი იყო ყურადსაღები, რომ გოგონებთან უფრო მეგობრობდა. მერე გაცხადდა მისი ორიენტაციის ამბავი, სულ იმაზე მწყდება გული და ვფიქრობ, ნეტავ სად დავუშვით შეცდომა, რატომ მოხდა ასე?

 

ბევრჯერ უთქვამს ჩემთვის,  დედაჩემი მეცოდებაო. ის ბოროტი არ იყო. ყველას ეხმარებოდა, რატომ მოკლეს? აქ არასოდეს მოსულა გამომწვევად. ქალის ტანსაცმელში ტელევიზორში ვნახეთ. მერე პრესაში მისი პირველი ინტერვიუ რომ წავიკითხეთ, მე და ჩემი რძალი ვისხედით და ვტიროდით. ბექა ჩამეხუტა, ნუ ნერვიულობთ მაგული დეიდა, ასეთია ჩემი ცხოვრებაო. მიხვდა, რატომაც ვტიროდი.

 

თავიდან განიცდიდა თვითონაც ამ ამბავს, მერე შეეჩვია. ყველაზე მეტად პაპასი ერიდებოდა და არ ენახვებოდა შეღებილი თმით. პაპას ერთადერთი შვილიშვილი იყო. რომ გაშორდნენ მისი მშობლები, ეს ამბავი იმდენად განიცადა, ბავშვს მამის დარქმეულ სახელს არ ეძახდა. პაპა თავისი მამის სახელს ალიკას ეძახდა და ჩვენც გვიყვარდა ჩვენი ალიკა. მთელ სოფელი მას ალიკას ეძახდა“ - აღნიშნა მაგული სონღულაშვილმა.

 

ბექა ბერიანის მეორე მეზობელი, მარიკა ადასტურებს, რომ ბექა ოპერაციის გასაკეთებლად  საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას.

 

„ქალის კაბით რომ დადიოდა, ათასი მოსაზრება იყო. ამბობდნენ, პროსტიტუაციაში ჩართულიაო, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ გაცხადდა, რომ ეს ასე არ იყო. შეამოწმეს ექსპერტებმა ყველანაირად და რასაც ამბობდნენ, ეს ჭორები არ დადასტურდა.

 

ექსპერტები ამბობენ, ყველანაირად სუფთაა, არასოდეს არც ქალთან ჰქონია ურთიერთობა და არც - მამაკაცთანო. ესენი არიან თურმე ისეთი ტრანსსექსუალები, რომლებიც სექსუალურ ურთიერთობას გამორიცხავენ. მათ სჭირდებათ ოპერაცია, რომ ჩამოყალიბდნენ ქალად და იგრძნონ თავი სრულყოფილად.

 

თბილისიდან ცხედრის გადმოსვენების შემდეგ, აქაური ექსპერტიც მოვიყვანეთ, რომ კიდევ ერთხელ დაეთვალიერებინა მოკლული. იმანაც იგივე გვითხრა,  თავს დავდებ, ეს არც ქალთან არის ნამყოფი და არც კაცთანო.

 

ვინ იცის, მას რამდენი უჭირდა, ბუნებამ აქცია ასეთ ადამიანად, მაგრამ არავის ჰქონდა იმის უფლება, რომ ის მოეკლა. არ ვიცით, როგორ ვანუგეშოთ დედამისი, რომელიც სულ მარტო დარჩა. მის მეტი შვილი არ ჰყავს,“ - სინანულით დასძინა მარიკამ.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !