-
2014-01-27 02:09
ევრომაიდნის ზაპოროჟიელი აქტივისტები „ფეისბუქის“ საშუალებით იტყობინებიან, რომ ქალაქში „ტიტუშკებმა“ ნადირობა დაიწყეს ევრომაიდნელებზე და წითელი ჯვრის პუნქტიც დაარბიეს.
მათი ინფორმაციით, ამ დროისთვის მთელი ქალაქის მასშტაბით „ტიტუშკები“ ხელკეტებითა და ხმოვან–მანათობელი ყუმბარებით უსწორდებიან ევრომაიდნელებს, რომლებსაც ფეხდაფეხ დასდევენ.
ასზე მეტი „ტიტუშკა“ ჯერ ევრომაიდანზე, ხოლო შემდეგ წითელი ჯვრის პუნქტში შეიჭრა, სადაც ევრომაიდნელებისთვის ცხელი ჩაი რიგდება. მათ ხელჯოხებით სცემეს პუნქტში მყოფი ადამიანები, ძირითადად, ქალები.
ადგილობრივი ევრომაიდნელების ცნობით, „ტიტუშკებთან“ ერთად ევრომაიდანს შინაგანი ჯარის ჯარისკაცებიც არბევენ, უკვე დაკავებულია 60–ზე მეტი ადამიანი. სასტიკადაა ნაცემი ჟურნალისტი დიმიტრი სმოლიენკო, რომელიც თავად გუბერნატორმა მოიანახულა.
