კიევში აღმართულ ბარიკადებზე საქართველოს სახელმწიფო დროშის წინა პოზიციებზე გამოჩენის შესახებ „ფეისბუქში“ შექმნილი გვერდი „უკრაინა“ წერს და ამატებს, რომ ამ დღეებში კიევში, უკრაინის გარდა, მრავალი სხვა ქვეყნის დროშებიც ფრიალებს.
ბლოგერებზე დაყრდნობით გვერდი იტყობინება, რომ კიევის ქუჩებში განსაკუთრებით ხშირია საქართველოს, ბალტიისპირეთის ქვეყნების, აზერბაიჯანის, ბელორუსისა და რამდენიმე სხვა ქვეყნის დროშების გამოჩენა.