
ჟიული გაიე უჩივლებს ჟურნალ Closer-ს, რომელმაც გამოაქვეყნა ფოტოები და დაწერა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს მსახიობთან საიდუმლო რომანი აქვს.
ამ სკანდალის შემდეგ ფრანსუა ოლანდის მეგობარმა ქალმა ვალერი ტრიერვეილერმა რამდენიმე დღე საავადმყოფოში გაატარა, ხოლო მას შემდეგ, რაც ოლანდმა ოფიციალურად შეწყვეტილად გამოაცხადა მათი ურთიერთობა, ღეს უკვე ინდოეთში, მეგობარ გოგოსთან გაფრინდა.
ფრანსუა ოლანდის გვერდით ვალერი ტრიერვეილერი 2007 წელს გამოჩნდა.