-
2014-01-26 22:33
დნეპროპეტროვსკში მომხდარი დაპირისპირების დროს, რაც საოლქო ადმინისტრაციის შენობის პიკეტირებას მოჰყვა, ორმა პოლიციელმა თავის ქალის ტრამვები მიიღო, ერთმა კი დამწვრობა სახეზე. სამივე ჰოსპიტალიზებულია.
უკვე სამ საათზე მეტია, დნეპროპეტროვსკში ჩატარებული ვეჩეს შემდეგ გრძელდება საოლქო ადმინისტრაციის შენობის პიკეტი. ერთმანეთის წინ დგანან მომიტინგეები და მილიცია. „ინტერფაქს უკრაინა“ ავრცელებს ცნობას, რომ მილიციამ დააკავა დემონსტრანტი დანით ხელში, რომელიც ცდილობდა, მილიციელისთვის ჭრილობა მიეყენებინა.