-
2014-01-26 22:25
კოლომიაში მდებარე პარტია „რეგიონების“ ოფისი ევრომაიდნის მომხრეებმა დაარბიეს. ცოტა ხნის წინ ხალხმა ოფისიდან პარტიული სიმბოლიკები გამოიტანა და ოფისის წინ ცეცხლს მისცა.
პარტიის დროშა დემონსტრანტებმა ქალაქის ცენტრის წინ, ვეჩეს მიმდინარეობის დროს დაწვეს, ხოლო პარტიის ოფისიდან დოკუმენტაცია ამოიღეს, როგორც თავად ამბობენ, მათი შესწავლის მიზნით. პარტია „რეგიონების“ ოფისები სხვადასხვა რაიონშიც დაარბიეს.
შეგახსენებთ, რომ ქალაქი კოლომია ივანოვო–ფრანკოვოს ოლქში მდებარეობს და იქ დაახლოებით 70 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
