
ადვოკატი ზვიად კორძაძე, ეხმიანება რა სოჭში ოლიმპიადაზე მონაწილეობის საკითხს, წერს, რომ იმ შემთხვევაში, ოლიმპიელი რომ ყოფილიყო, სოჭში აფხაზეთის გავლით წავიდოდა და ომგადავლილ ქალაქებს ნახავდა.
ზვიად კორძაძე წერს: „მე რომ ქართველი ოლიმპიელი (სწორედ ოლიმპიელი ვიყო), სოჭში, ოლიმპიადაზე აფხაზეთის გავლით წავიდოდი, თუ არ გამიშვებდნენ, დავბრუნდებოდი სახლში, თუ გამიშვებდნენ, ვნახავდი ომგადავლილ გალს, სოხუმს, გაგრას, გადმოწეულ საზღვარს და მაინც თუ დამრჩებოდა სურვილი, მაშინ გამოვიდოდი ოლიმპიადაზე. თუ არა და, რაღაცას ხო მივხვდებოდი...“