კრემლის პროპაგანდისტი ბრიტანელი ჟურნალისტი და ბლოგერი, 2015 წლის მარტამდე რუსული ტელეარხების "რაშა თუდეისა" და "ზვეზდას" კორესპონდენტი გრემ ფილიპსი რიგითმა რუსმა მოქალაქემ, რომელიც ნადია სავჩენკოს გათავისუფლებას უჭერდა მხარს, უხერხულ სიტუაციაში ჩააგდო.
ციხისძირის სანერგე მეურნეობიდან ორი ჭაობის კიპარისის გადატანა შეკვეთილში იგივე მეთოდით იგეგმება, რა მეთოდითაც ტიტის ხე გადაიტანეს - ბარჟის საშუალებით და ზღვით. სამი ხე აჭარის მთავრობამ კომპანია "ზიმოს" 6.200 ლარის სანაცვლოდ გადასცა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ფალსიფიკაციის ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა რძის პროდუქტების მწარმოებელი და რეალიზატორი საწარმოების - შპს "ნამდვილი პროდუქტები"-ს, შპს "ამირანი XXI"-ს და შპს "ჯი ეს ენ"-ის ხელმძღვანელები და თანამშრომლები თევდორე გარიშვილი, კონსტანტინე შარვაშიძე, ნინო გიორგაძე, ნინო ბერაია, სერგო ჩარგეიშვილი და ავთანდილ გაგუა.
მწვანეთა პარტიის საერთაშორისო მდივანი მერაბ შარაბიძე აცხადებს, რომ ხეების გადანერგვა არანაირ რისკს არ შეიცავს, ხოლო ჭაობის კიპარისი და ტიტის ხე არაა ძვირფასი ხეები და წითელ წიგნშიც არაა შეტანილი. ამასთან, მწვანეთა პარტიის წარმომადგენლის თქმით, რაც მოხდა, უნიკალური ექსპერიმენტია და შესაზლებელია, ციხისძირის რეკლამადაც იქცეს.
გაზეთი "ვერსია" აქვეყნებს სტატიას „მოაწექით, თორემ ,,დაგვერხა!“, სადაც გაზეთის კორესპონდენტი გიორგი სირაძე შეკვეთილში გიგანტური ტიტის ხის ზღვიდან ხმელეთზე გადმოტანის მცდელობის დროს მიმდინარე პროცესებს აღწერს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე, რომელმაც ინგა გრიგოლიას პირადი ცხოვრების კონტექსტში მიმართა და საპასუხო რეპლიკა, მოგვიანებით კი ინგა გრიგოლიას ქალიშვილის მკაცრი პასუხი დაიმსახურა, აცხადებს, რომ გრიგოლიას შვილის აგრესიის უპასუხოდ დატოვებას არ აპირებს.
ციხისძირიდან ზღვით შეკვეთილში გადატანილი 120 წლოვანი, 650 ტონიანი ხე ზღვიდან ნაპირზე გადმოიტანეს. ამისთვის ზღვაში საგანგებოდ გაყვანილი გზა გამოიყენეს. ახლა კიდევ ერთი გზა ბეტონის ფილებით უნდა დაიგოს, რომ ტიტის ხე ბიძინა ივანიშვილის პარკში გადაიტანონ.
იმ მოქალაქეებს, რომლებიც ტუალეტში ხმარობდნენ ტოქსიკური პოლიგრაფიული საღებავით დაბეჭდილ გაზეთებს, ახლა კი გული წყდებათ საბჭოთა ძეხვზე, განვუმარტავ:
პაკისტანის ქალაქ ლაჰორში, საბავშვო პარკის შესასვლელთან მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-დე გაიზარდა, 280-ზე მეტი დაშავებულია. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება. ადრე 53 დაღუპულის შესახებ გავრცელდა განცხადება.
ფოთში, თბილისელი და ბათუმელი მორაგბეების შეხვედრის საყაიმო ანგარიშით დასრულების შემდეგ, მოედანზე არეულობის დროს, 21 წლის მსაჯი ნიკო ამაშუკელი დაჭრეს. მას ჭრილობა ფეხში აღენიშნება. ამაშუკელი ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც მალევე გაწერეს. ინფორმაციას სპორტული რადიო "ჯაკო ფმ" ავრცელებს.