სამშაბათს, 24 მაისს, 13:00 საათზე, „ახალი პოლიტიკური ცენტრი - „გირჩი’’ ბორჯომის რაიონულ ოფისს გახსნის და ბორჯომის ორგანიზაციის ხელმძღვანელს წარადგენს.
22 მაისს, კორცხელში მომხდარ ძალადობის ფაქტზე ,,ახალი პოლიტიკური ცენტრი -გირის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ბრიფინგი გამართა.
„აფხაზეთის ხმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ კორცხელის 53-ე უბანში გუშინ ჩატარებული არჩევნების დროს ყუთში ჩაყრილი ბიულეტენები, რომლებიც გუშინ სამჯერ უკვე დათვალეს, შესაძლოა, დღეს მეოთხედ გადათვალონ.
როგორც გიგა ოთხოზორიას მკვლელს, ასევე აფხაზეთის მიწაზე იმ ათეულობით ქართული ოჯახის ამწიოკებელს, აუცილებლად მოუწევს პასუხისგება. - ამის შესახებ თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრი, მსჯავრდებული ბაჩო ახალაია საგანგებო განცხადებაში აღნიშნავს, რითაც ხურჩაში მომხდარ მკვლელობას ეხმიანება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, თუმცა, „აფხაზეთის ხმამ“ მასთან კონტაქტზე გასვლა მოახერხა.
შუალედურ არჩევნებში ენმ-მ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია: ოზურგეთის საარჩევნო ოლქის მე-16, ნასაკირალის უბანში ენმ-ს კანდიდატმა ბესიკ ქათამაძემ 102 ხმით გაიმარჯვა, ხოლო ზუგდიდის საარჩევნო ოლქის ორ უბანში, კორცხელში, საერთო ჯამში გამარჯვება 10 ხმის სხვაობით ვარადებულ ლაშხიამ მოიპოვა,
"ეს ისტორიული გამარჯვებაა, გილოცავთ თქვენც და ნასაკირალშიც, ძალიან მაგარ კანდიდატს. როგორც წალენჯიხიდან დაიწყო თავის დროზე საქართველოს შემობრუნება, ისეა ახლა ერთი გურული და ერთი მეგრული სოფლიდან",
კორცხელში მიმდინარე შუალეედური არჩევნების დროს საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოჩენილ ენმ-ს სახეებსა და ლიდერებს ამ დღისთვის საგანგებოდ ზუგდიდში ჩაყვანილი სპორტსმენები გაუსწორდნენ. მათ შორის, ვინც კორცხელში დეპუტატებსა და ენმ-ს ლიდერებს ურტყამდა, წინასწარი ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგითიც იყო.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი ხურჩაში გიგა ოთხოზორიას მკველობასთან დაკავშირებულ პირველ კომენტარში ამბობს, რომ ეს არის საშინელი მკვლელობა და სისხლის სამართლის დანაშაული, მაგრამ ქვეყანაში მდგომარეობა მძიმე არ არის.
აშშ-ის საელჩო, ხურჩაში, გიგა ოთხოზორიას მკვლელობას განცხადებით ეხმაურება და მომხდარს გმობს. საელჩოს განცხადებას "ტაბულა" აქვეყნებს.