2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს, მის შემდგომ დღეებში და ზოგადად, შიდაპარტიული დაპირისპირების კულმინაციამდე "ფეისბუქის" დახურულ ჯგუფებში გამოქვეყნებული სტატუსები, სადაც აშკარად ჩანს, როგორ დაიწყო კონფლიქტი ენმ-ს ყოფილ ლიდერშიპსა და აქტივისტებს შორის, დღეს ენმ-ს აქტივისტმა რუსუდან ცირეკიძემ გაასაჯაროვა.
თბილისის ყოფილი მერი, პარტია "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი გიგი უგულავა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ოდესის გუბერნატორობის შეთავაზებაზე დათანხმება პოლიტიკურად წამგებიანი ნაბიჯი და "საპრეზიდენტო ცხოვრების სიმულაცია", ანუ "ის, რაც სააკაშვილს დააკლდა" იყო.
იმის დასტურად, რომ არჩევნების დღეს დარღვევების დაფიქსირების კუთხით რეგიონებში ადგილობრივი ლიდერები სუსტად მუშაობდნენ, მიხეილ სააკაშვილი სამეგრელოში უბნების დარბევის ამსახველი კადრების არარსებობას ასახელებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "არჩევანში", 2016 წლის არჩევნებთან დაკავშირებით ამბობს, რომ სანდრას მაგალითი ქრესტომათიულია და მან არჩევნები კი არ წააგო, არამედ წააგებინეს.
მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა "არჩევანში" განაცხადა, რომ ენმ-დან გასულმა პირებმა მასთან კი არა, პარტიის ათეულ ათასობით აქტივისტთან და მხარდამჭერთან ბრძოლა წააგეს.
„ყველაფერი ბევრად ადრე დაიწყო არჩევნებამდე და ეს ყველაფერი, მინიმუმ, დამყარებული იყო არაგულწრფელობაზე“,
პარტია "ევროპული საქართველოს" წევრი, ენმ-ს ყოფილი ლიდერი გიგი უგულავა "დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში" იხსენებს, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილთან მხოლოდ მესიჯებით ჰქონდა ურთიერთობა, მან კი "ტელევიზორში საუბრის" ტექსტებით დაუწყო ლაპარაკი.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტ გურამ როგავასთან კამათი საპარლამენტო უმრავლესობის ერთერთმა ლიდერმა მას შემდეგ დაიწყო, რაც ჟურნალისტმა NDI-ს კვლევებზე დაყრდნობით ჰკითხა, რა არის მიზეზი, რომ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის გაწევრიანების მსურველთა რიცხვი შემცირდა.
უკრაინის დედაქალაქის ცენტრში ФСБ-ს შეიარაღებული ქილერი, მეტსახელად "ზონა" დააკავეს, რომელიც საქართველოს მოქალაქის პასპორტითა და ქართული სახელმწიფო ნომრების მქონე მანქანით გადაადგილდებოდა. ინფორმაციას "კავკაზ-ცენტრი" ავრცელებს.
საბერძნეთის ქართული დიასპორა წლის საუკეთესო ქართველ მომღერალ ქალად იქაური მსმენელი ნინო ჩხეიძეს ასახელებს, ხოლო მამაკაცად – მარკუს მეტრეველს. ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ექსკლუზიურად ავრცელებს და მარკუს მეტრეველთან ინტრევიუსაც აქვეყნებს.