ევროპაში უვიზოდ გამგზავრებულ საქართველოს მოქალაქეებს მესაზღვრეები დააკვალიანებენ 

Image

ევროკავშირის ქვეყნებში გადაადგილების მსურველ მოქალაქეებს მესაზღვრე-კონტროლიორები  საბაჟო გამშვებ პუნქტებზე დეტალურად გაესაუბრებიან. ამის შესახებ განცხადება, საქათველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გააკეთა. გიორგი მღებრიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე, ის პროცედურები განმარტა, რომელიც ვიზალიბერალიზაციის ძალაში შესვლისთანავე ამოქმედდება.

 

 

„პირველ რიგში, მინდა კიდევ ერთხელ ყველას მოგილოცოთ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესი.
იცით, რომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა საქართველოს ოფიციალურად 2013 წლის თებერვალში გადმოეცა და თითქმის სამი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობას ძალისხმევა არ დაუშურებია მისი წარმატებით შესრულებისთვის. ეს იყო კომპლექსური პროცესი, რომელშიც ჩართული იყო ხელისუფლების ყველა რგოლი. ერთ-ერთ წამყვან როლს ამ პროცესში შინაგან საქმეთა სამინისტრო ასრულებდა. ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების 60 %-მდე სწორედ შსს-ზე მოდიოდა, მათ შორის, საზღვრის ინტეგრირებული მართვა, არალეგალურ მიგრაციის, ორგანიზებული დანაშაულის, ნარკოდანაშაულის, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა, სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება.



მინდა, მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, რომლებმაც საკუთარი წვლილი შეიტანეს, რომ ეს ვალდებულებები წარმატებით შესრულებულიყო.
მათ განსაკუთრებულად ვულოცავ ამ შედეგს.

ხვალიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის კარი ოფიციალურად გაიღება.
ეს არის დიდი ნდობა და აღიარება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, რომელიც, ამავდროულად, ასევე დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებს.



მე დღეს ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლითაც ჩვენს მესაზღვრე-კონტროლიორებს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე 28 მარტიდან დაევალებათ, რომ დეტალურად გაესაუბრონ ყველა მოქალაქეს, რომელიც იმ ევროპულ ქვეყნებში მიემგზავრება, სადაც ვრცელდება თავისუფალი სავიზო რეჟიმი, გაუწიონ კონსულტაცია უვიზო მიმოსვლის პირობებთან დაკავშირებით და შეამოწმონ მათი სამგზავრო დოკუმენტების შესაბამისობა შენგენის მოთხოვნებთან.
იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი შემოწმების და გასაუბრებისას გამოვლინდება, რომ რომელიმე დოკუმენტი არ შეესაბამება შენგენის ზონაში საზღვრის კვეთისთვის საჭირო სტანდარტებს, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული პირს, მაღალი ალბათობით, არ შეუშვებენ ევროკავშირში, მესაზღვრე-კონტროლიორი ამის თაობაზე მას წინასწარ გააფრთხილებს და მოსალოდნელ შედეგებსაც განუმარტვას.


ეს არის დამატებითი ღონისძიება, რომელსაც შსს მიმართავს მოქალაქეთა მაქსიმალური ინფორმირებულობისთვის, რათა არ მოხდეს უვიზო რეჟიმის პირობების დარღვევა.

ამასთან, როგორც მოგეხსენებათ, პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, ჩვენ შევიმუშავეთ სპეციალური პროგრამა, რათა საქართველოს ყოველი მოქალაქე, რომელიც უვიზო რეჟიმით გათვალისწინებულ პირობებს დაარღვევს, სწრაფად და ეფექტურად გამოვავლინოთ და ჩვენს ევროპელ კოლეგებს ინფორმაცია პროაქტიულად მივაწოდოთ.

აქვე შევნიშნავ, რომ ბოლო 6 წლის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში შემოვიდა 7300 განცხადება რეადმისიის თაობაზე და აქედან, 95 პროცენტი დაკმაყოფილდა, რაც მოწმობს მჭიდრო თანამშრომლობას ევროკავშირის ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებთან, როგორც ორმხრივი ხელშეკრულებების, ასევე, პოლიციის ატაშეების დონეზე.


ევროპელ პარტნიორებთან საერთშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით ასევე უმნიშვნელოვანესია ისტორიული შეთანხმება საქართველოს შსს-სა და ევროპოლს შორის, რომელსაც ხელი 4 აპრილს მოეწერება. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვხდებით ევროკავშირის ნაწილი სამართალდაცვით სფეროში, რაც არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე.



გილოცავთ კიდევ ერთხელ და მინდა ყველას გვახსოვდეს, რომ გზა ევროპისკენ კანონის პატივისცემაზე გადის!
გისურვებთ წარმატებებს!“ განაცხადა შს მინისტრმა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?