-
2017-03-28 21:20
უვიზო მიმოსვლის აღსანიშნავად საქართველოს პრემიერმინისტრი სტუდენტებთან, მეცნიერებთან, მედიისა და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, გამთენიისას ათენში გაემგზავრა. პრემიერი ათენის უნივერსიტეტში გამართულ კონფერენციას დაესწრო.
„საბერძნეთი ევროკავშირში უდიდესი ქვეყანაა ქართული დიასპორით, საქართველოს მოქალაქეებს უკვე შეაქვთ წვლილი ამ ქვეყნის ეკონომიკასა და კულტურაში. ისინი ჩვენთვის საამაყონი არიან, ამტკიცებენ ჩვენს კავშირებს. მათ ჩაუყარეს საფუძველი ურთიერთობას, რომელიც ყოველთვის განსაკუთრებული იქნება.
დღეს არის უფრო მჭიდრო ურთიერთობის დასაწყისი. ბიზნესის კეთება, სწავლა-განათლების მიღება და ტურისტული მოგზაურობა უფრო მარტივი ხდება. დრო შეიცვალა და საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობაში დღეს ლიდერი რეფორმატორის პოზიცია უკავია,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.