ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ერთ-ერთი მოქალაქე სასამართლომ სრულად გაამართლა.
პარლამენტი ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განიხილავს. მმართველი უმრავლესობა ვეტოს დაძლევას აპირებს.
ბავშვთა სამყაროს დაწვის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები, პროკურატურას დღეს საჩივრით მიმართავენ.
საკრებულოს ფრაქცია თბილისის თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში ჩვენების მისაცემად დაიბარეს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ჩადების ნარკოპოლიტიკა ახლა ხელისუფლების მხრიდან, „ სულელური სტრატეგია“ იქნებოდა.
"არა ჩადებას!" - ამ მოწოდებით ორთაჭალაში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია იმართება.
ე.წ მოსმენების კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ მოტივირებულ შენიშვნებს არ იზიარებს არც საქართველოს პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, რადგან პრეზიდენტს არგუმენტირებული შენიშვნები არ ჰქონია უმჯობესია ე.წ. მოსმენების კანონი იმ სახით მიიღონ,რომელიც პირველად პარლამენტმა დაამტკიცა .
,,მე ვფიქრობ, რომ სრულიად აღრევა მოხდება კონსტიტუციური პრინციპების თუ კი არ გაიმიჯნა ფუნქციები, რა არის საკანონმდებლო ორგანოს საქმე, რა არის პრეზიდენტის და რას აკეთებს საკონსტიტუციო სასამართლო, “-აცხადებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოსა და მოტივირებულ შენიშვნებზე საუბრისას.
ავტოსაგზაო შემთხვევა ვახუშტის ხიდთან მოხდა. დაშავდა 5 ადამიანი.
თბილისში აღმაშენებლის ხეივანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 წლის გოგონა გარდაიცვალა.