ელისო კილაძე მისი შვილის დაკავების ახალ, სკანდალურ დეტალებს ასაჯაროვებს

Image

„ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის შვილის დავით ხარშილაძის დაკავების საქმეში ახალი სკანდალური დეტალები გამოიკვეთა. ამის შესახებ ცნობილი გახდა საგანგებო ბრიფინგზე, რომელიც ელისო კილაძემ გამართა.

 

სისხლის სამართლის საქმეში დევს მხოლოდ ორი პოლიციელის ზაქარია ვასაძის და ვალერი ჩიბირაშვილის ჩვენება, ორივე მათგანი ადასტურებს რომ დავით ხარშილაძის დაკავების ადგილას ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე გავიდნენ მხოლოდ ისინი, მათ თან ახლდათ გამომძიებელი ზურაბ ქუმელაშვილი.

 

ხარშილაძის დაკავების თვითმხილველი მოწმის შორენა ლალიაშვილის მიერ გადაღებულ ფირზე რეალურად ჩანს 12 ზე მეტი პოლიციელი.

 

„ქრონიკა +“-ის რედაქტორმა  შემთხვევის ადგილას მყოფი პოლიციელების სახელები და გვარები გაასაჯაროვა და ასევე დაასახელა შს სამინისტროს იმ მაღალჩნოსნის ვინაობა, რომელიც პირადად იმყოფებოდა შემთხვევის ადგილას და პირადად ხელმძღვანელობდა დავით ხარშილაძის დაკავების სპეცოპერაციას.

 

„ჩემი შვილის სისხლის სამართლის საქმე შეკერილია, რეალურად მისი დაკავების ადგილას იმყოფებოდა არა ორი, არამედ გაცილებით მეტი ადამიანი, ჩვენი ძალებით მოვახერხეთ ფირზე აღბეჭდილი პოლიციელების იდენტიფიკაცია. ესენი არიან ალექსი კობაიძე, არჩილ ოქრუაშვილი, ალექსანდრე ჯაფოშვილი, მიხეილ ჩივიაშვილი, ამასთან შემთხვევის ადგილას კადრში ჩანს შს სამინისტროს მაღალჩნოსნის სამსახურებრივი ავტომანქანა, ამ ავტომანქანით დავით ხარშილაძის დაკავების ადგილას პირადად იმყოფებოდა შს სამინისტროს ნარკოტიკებთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსი რამაზ თარაშვილი, დავით ხარშილაძის ჩვენების მიხედვით,სწორედ ამ ავტომანქანიდან გადმოიღო ზაქარია ვასაძემ ის ნარკოტიკული საშუალებები, რომელიც მას ქურთუკის ჯიბეში ჩაუდეს.

 

ჩემი ინფორმაციით, ის დაკითხულია ქ.თბილისის პროკურატურაში, ჩვენებაში ამბობს, რომ საქმე ჰქონდა თბილისის მერიაში და დაკავების ადგილას შეიარა. არადა ფირზე მკაფოდ ჩანს, რომ რამაზ თარაშვილი ბოლოს ტოვებს ჩვემი შვილის დაკავების ადგილს 16:40 წუთზე.

 

ეს ფაქტები კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას რომ ჩემი შვილის წინააღმდეგ განხორციელდა სადამსჯელო სპეცოპერაცია,რომელსაც სოსო გოგაშვილის დავალებით რამაზ თარაშვილი ხელმძღვანელობდა, თარაშვილი სწორედ გოგაშვილის რეკომენდირებულია ამ თანამდებობაზე“- განაცხადა ელისო კილაძემ.

 

kil-skan.jpg

 

kil-skand.jpg

 

pp.jpg

 

pp1.jpg

 

pp2.jpg

 

pp3.jpg

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !