შემთხვევა ავჭალის სტადიონზე - მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩზე, ინგლისისა და უელსის შეხვედრის პირველი ტაიმის დასრულებამდე ხუთი წუთით ადრე, მოედნის განათება დროებით გაითიშა.
"მერსედესისა" და "ოპელის" მარკის ავტომანქანების შეჯახება მსხვერპლით დასრულდა გომთან. ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი მძიმედ დაშავდა.
6 ივნისს, Rooms Hotels-ში მომღერალ ნინო ჩხეიძის ახალი ბრენდის Nio-ს პრეზენტაცია გაიმართება.
მოხდება რაღაც პრობლემური, შემდეგ ხდება ამის რაღაცნაირი შეფუთვა, ჩაფარცხვა - - ეს განცხადება, საქართველოს პრეზიდენტმა, აუდიტის სამსახურში ყოფნისას გააკეთა. გიორგი მარგველაშვილი აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს და თანამშრომლებს შეხვდა. მან ელცენტროში მომხდარ ინციდენტზე და ლაშა თორდიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე ისაუბრა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდება.
გავრცელებული ინფორმაციით, სინოდის მომდევნო სხდომაზე შესაძლოა მეუფე პეტრე ცაავასთვის უფლებამოსილების საკითხზე იმსჯელონ.
გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში, ორი ძმა ცივი იარაღით დაჭრეს. ჭრილობები დაზარალებულებს გულ-მკერდის არეში აქვთ მიყენებული.
საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თბილისიდან გაყვანის ფაქტს ეხმაურება. განცხადება გიორგი მარგველაშვილმა აუდიტის სამსახურში ვიზიტისას გააკეთა.
საპატრიარქოს შენიშვნას შემდგომში აუცილებლად გავითვალისწინებ - ამ განცხადებით, ედიშერ ქარჩავამ, გუშინ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას უპასუხა. ქარჩავა საპატრიარქოში რამდენიმე წუთის წინ მივიდა. მან ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა.
ავღან მუხტარლი სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოსვლის შემდეგ ჭონქაძის ქუჩიდან გაიტაცეს- ამის შესახებ ინფორმაციას, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლე ავრცელებს.