კიევში, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე აფეთქება მოხდა


კიევში, აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე გამთენიისას აფეთქება მოხდა. აფეთქება კვალიფიცირებულია, როგორც ტერაქტი. არავინ დაზიანებულა.

>>>

საქალაქო სასამართლომ "კანონიერ ქურდს" კანონიერი ქურდობის ბრალდება მოუხსნა და გაათავისუფლა


ე.წ. კანონიერ ქურდს ბესიკ კუპრაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა და გაათავისუფლა. მას ბრალი კანონიერ ქურდობაში და კრიმინალურ სამყაროსთან კავშირში ედებოდა.

>>>

ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით კახეთში „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის“ ტრენინგი დაიწყო

7 ივნისს ორგანიზაციამ „სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელი“ კახეთში დაიწყო პროექტი „თვითმმართველობის პოლიტიკური არჩევანი“, რომელშიც ჯამში 29 პოლიტიკური პარტიის წარგზავნილი 140 წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას. 

>>>

უნდა იცოდეთ, როგორ ესაუბროთ თანამდებობის პირს-კობახიძე რაქვიაშვილს


ძალიან სამწუხაროა, როცა უშიშროების საბჭოს მდივანმა არ იცის, როგორც უნდა ესაუბროს სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს- კობახიძემ დავით რაქვიაშვილს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის სხოდმაზე შენიშვნა მისცა.

>>>

პრეზიდენტის მაღალი სიმბოლური სტატუსი არ ნიშნავს მის კომპეტენციებს-კობახიძე

ტერმინი მთავარსარდალი არ ნიშნავს, რომ თავდაცვის სფეროს პრეზიდენტი უნდა მართავდეს,- პარლამენტის თავმჯდომარემ ეს განცხადება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

>>>

ნიკა მელია თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს


ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ენმ-ს თბილისის პროპორციულ სიაში პირველი ნომერი იქნება.

>>>

თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი იქნება


უკვე გადაწყვეტილია, რომ ზაალ უდუმაშვილი თბილისის მერობის კანდიდატი იქნება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მისი კანდიდატურის წარდგენას რამდენიმე დღეში გეგმავს. "ოლმედიისთვის" ინფორმაცია ენმ-ს პოლიტსაბჭოსთან დაახლოებული წყაროდან გახდა ცნობილი.

>>>

საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილედ გიორგი ბადაშვილი დაინიშნა


საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილედ გიორგი ბადაშვილი დაინიშნა. ბადაშვილი ირაკლი შოთაძის მეოთხე მოადგილე იქნება. მოადგილის დამატების შესახებ ბრძანება იუსტიციის მინისტრმა 6 ივნისს გამოსცა. მან მთავარი პროკურორის მოადგილის შტატი დაამატა.

>>>

აშშ-ის საელჩოს პოზიციის მიუხედავად, საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მეორადი მანქანების ბაზრობა კვლავ გაიხსნა

აშშ-ის საელჩოს პოზიციის მიუხედავად, საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მეორადი მანქანების ბაზრობა კვლავ გაიხსნა. ამის შესახებ "ვექტორი" წერს. როგორც „ვექტორისთვის“ გახდა ცნობილი, თავის დროზე საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე ავტობაზრობის დახურვა საელჩოს თხოვნით მოხდა, რასაც სააგენტოს მიერ მოპოვებული წერილი ადასტურებს.

>>>

მონასტრის მოსაწყობად გადაცემული ქონება მეუფე გერასიმემ გაყიდა-ცაიშის მიტროპოლიტს უჩივლებენ

ცაიშის მიტროპოლიტს მეუფე გერასიმეს მოქალაქე ვალტერ აქუბარდია სასამართლოში უჩივლებს-ამის შესახებ სამეგრელოს რეგიონული მედია სტატიას აქვეყნებს.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?