
ტვ "იბერიის" ეთერში, გადაცემა "პრიორიტეტში" ჩართვის დროს, ენმ-ს ერთერთმა ლიდერმა კოტე იოსელიანმა დებატების დროს განაცხადა, რომ გადაცემის სტუმართა პოზიცია, თითქოს ქვეყანაში სტუმრად გრძნობენ თავს, არასწორია. მისი თქმით, 14 ივლისის მარში და ე.წ. საზღვრის გადმოწევა ერთ კაბინეტშია დაგეგმილი.
,,მე პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანს, რომელიც გაღიზიანებულია საქართველოში არსებული პრობლემებით, მაგრამ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამ მარშში მიიღებს მონაწილეობას კარგად უნდა დაფიქრდეს რა თამაშში შედის. ეს მარში და საზღვრის გადმოწევა ერთი და იგივე კაბნეტში დაიგეგმა", - განაცხადა კოტე იოსელიანმა.