დღეს დილიდან წინაგარას სამხედრო ბაზიდან რუსი ოკუპანტების კუთვნილი სამხედრო მანქანების გადაადგილება ყარაფილას ზემო მონაკვეთში შეიმჩნეოდა, რაც ავტომაგისტრალზე ამერიკული სამხედრო ტექნიკის გადაადგილებით იყო გამოწვეული.
რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ცენტრალურ ავტობანზე ამერიკულმა სამხედრო ჯავშანტექმნიკამ ჩაიარა. საოკუპაციო ზოლის ახლოს , სოფელ ყარაფილას გადასახვევთან აშშ-ს სამხედროებს საქართველოს მოქალაქეები დროშებითა და ტრანსფარანტებით შეხვდნენ.
რუსეთი აშშ-ს დიპლომატიურ მისიას 755 ადამიანით ამცირებს.შედეგად დიპლომატიური მისიის წარმომდგენლების რაოდენობა შეერთებულ შტატებში რუსი დიპლომატების რაოდენობას გაუტოლდება და 455-ადამიანს შეადგენს. ინფორმაცია რუსეთის პრეზიდენტმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში დაადასტურა.
"შეერთებული შტატები და საქართველო სამხედრო წვრთნებს მართავს, რუსეთი კი საზღვაო ძალების დემონსტრირებას ახდენს," - პუბლიკაციას ამ სათაურით BBC აქვეყნებს.
ამერიკის ვიცე პრეზიდენტს დღეს საქართველოში ელოდებიან. მაიკ პენსი დღეს თბილისში მეუღლესთან ერთად ჩამოვა.
მაიკ პენსი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოში ვიზიტის წინ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ აშშ აღმოსავლეთ პარტნიორების გვერდით დგას თავისუფლების დასაცავად.ეს განცხადება ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა თბილისში ჩამოსვლამდე ერთი დღით ადრე, ტალინში გააკეთა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევა ტყუილად გაუხარდათ და რომ საქართველოსთვის და უკრაინისთვის სასიამოვნო ამბები აწი იწყება. ამის შესახებ სააკაშვილმა "კურიერში" ისაუბრა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ დაფნარში თვითმკვლელობით გარდაცვლილი დემურ სტურუა დედამ საფლავიდან ამოთხარა. ნონა ჯოჯუას განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მისმა რძალმა შვილის საფლავზე მისვლა აუკრძალა.
საზოგადოება "ივერიის" წევრი დავით ნებიერიძე წერს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ყველასთვის შეუმჩნევლად, რუსულ ტექნიკას სომხეთისკენ დერეფანი გაუმზადა, როცა კაზრეთიდან გუგუთამდე(სომხეთის საზღვრამდე) ბეტონის საფარიანი გზაა ააშენა.
აშშ-მ ძლიერი გზავნილი უნდა გაუგზავნოს ვლადიმერ პუტინს და ნებისმიერ აგრესორს, რომ არ ვიქნებით ტოლერანტულები იმ შემთხვევაში, თუ ჩვენს დემოკრატიას ვინმე თავს დაესხმება - ამის შესახებ სენატორმა ჯონ მაკკეინმა რუსეთისათვის სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით სენატში გამართული განხილვისას განაცხადა.