„თბილისობის“ დღესასწაულზე დაგეგმილი გალაკონცერტი “მე ვარ თბილისი” 5 ოქტომბერს კომპოზიტორ გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნება. კონცერტი და საპატიო თბილისელების დაჯილდოება თბილისში, ორბელიანის მოედანზე 5 ოქტომბერს, 20 საათზე დაიწყება.
რუსთავი 2-ში დაბრუნებული ნათია ლაზაშვილის მეუღლე კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ტოვებს. გიორგი ფრუიძემ პარლამენტს ამ თხოვნით უკვე მიმართა.
მოდელი და ტელეწამყვანი ნანუკა გოგიჩაიშვილი ნიშნობის შემდეგ საბერძნეთში კუნძულ მიკონოსზე ისვენებს. ნანუკა "ინსტაგრამზე" ულამაზეს სანაპიროზე გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.
„თბილისობასთან“ დაკავშირებით, 5 და 6 ოქტომბერს, ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
ლვოვში ანტონოვ-12 ტიპის სატვირთო თვითმფრინავის ავარიული დაშვების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური პირების ინფორმაციით, დაშვებამდე ცოტა ხნით ადრე, თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა.
"მეც დავუჭირე მხარი 2012 წელს „ქართულ ოცნებას“, იმედი მქონდა, რომ რაღაც წინ წავიდოდა, პრაქტიკულად, არა მხოლოდ ფეხის მუხრუჭი მიაჭირა ჩვენს ქვეყანას, არამედ ხელის მუხრუჭიც ამოწია", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
პერუს სამხრეთ ნაწილში ავტოსაგზაო შემთხვევას 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია 30.
ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის ია კერზაიას შვილი ყოფილ შს მინისტრის გიორგი გახარიას დაკითხვას ითხოვს და პროკურატურას შეწყვეტილი ძიების გაგრძელებისთვის მიმართავს.
უკრაინაში სპეცოპერაციის დროს საქართველოს მოქალაქე მოკლეს. უკრაინული მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქემ სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მსახიობ ეკა ჩხეიძეზე ქორწინების იძულებით ბრალდებით დაკავებული პირის, 59 წლის უჩა მიშველიძის, საქმე განიხილეს. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს 3 000 ლარიანი გირაო შეეფარდა, რომლის გადახდის შემდეგ შეეძლება მას საპატიმროს დატოვება.