-
2019-10-16 12:45
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე “ტვ პირველის” ეთერიდან მიმართავს წმინდა სინოდს, რომ დაიბარონ შეკრებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში გაასაჯაროებს იმ ინფორმაციას, რომელსაც დეკანოზი ფლობს და რომლისაც, როგორც თორნიკე მამალაძე ამბობს, საპატრიარქოს ეშინია.
მისივე თქმით, საპატრიარქომ 2020 წლის არჩევნებისთვის მხარდაჭერა აღუთქვა სახელმწიფოს, იმ შემთხვევაში თუ დეკანოზი გიორგი მამალაძე დარჩებოდა ციხეში. მამალაძე ამბობს, რომ საპატრიარქო ცდილობს გადადოს წმინდა სინოდის ჩატარება და ის, რომ ამ დრომდე არ ჩატარებულა შეკრება, უკვე დარღვევაა.