-
2019-10-16 12:40
დემოკრატიული პარტიიდან აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის ჯო ბაიდენის განცხადებით, 2020 წელს დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში ნატო აღარ იარსებებს. ამის შესახებ ბაიდენმა დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატების დებატებზე განაცხადა.
პრეზიდენტობის კანდიდატმა ტრამპს „ექსცენტრიული, შეშლილი პრეზიდენტი“ უწოდა, რომელსაც „არ ესმის საგარეო პოლიტიკა და მოქმედებს საკუთარი მეორე ვადით არჩევის შიშიდან გამომდინარე“. ბაიდენმა აღნიშნა, რომ ტრამპი ნატოს აკრიტიკებდა, ამასთანავე რუსეთის პრეზიდენტზე ვლადიმირ პუტინზე, დადებით კონტექსტში საუბრობდა.