საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩრდილოეთ მაკედონიას ნატოში გაწევრიანებას ულოცავს.
კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
ჩილეს სანაპიროსთან მყოფ საკრუიზო ხომალდზე კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
გერმანული როკ-ჯგუპის Rammstein-ის ფრონტმენ ტილ ლინდემანს კორონავირუსი არ აქვს. ამის შესახებ
Deutsche Welle წერს.
იტალიის პრეზიდენტის, სერჯო მატარელას განცხადებით, ვიდრე გვიანი არაა, კორონავირუსთან საბრძოლველად ევროპამ ახალი მიდგომები უნდა გამოიმუშაოს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 85-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
თბილისის მერიისა და „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების“ ორგანიზებით მიმდინარე აქციაში, რომელიც სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების დახმარებას ისახავს მიზნად, მოქალაქეებიც ჩაერთვებიან.
კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტების ისტორიასთან დაკავშირებით კვლევა მიმდინარეობს, ამ ეტაპზე ცნობილია რომ შიდაგავრცელება არ არის და ეს შემთხვევა მარნეულსა და ბოლნისს არ უკავშირდება.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 83-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ნიუ-იორკის პოლიციის 512 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.