გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, მარიამ ჭყონია საქართველოში დაბრუნდა, რათა პანდემიის დროს, თავის სამშობლოს დაეხმაროს. ამის შესახებ ინფორმაციას მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური კონსული, ლევან დიასამიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ავსტრია კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას იწყებს. კერძოდ, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის გამო დახურული ათასობით მაღაზია გაიხსნება. BBC-ის ცნობით, ქვეყანაში შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება და რამდენიმე დღეში საყოფაცხოვრობო, ტექნიკისა და მცირე ზომის მაღაზიებიც გაიხსნება.
უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ჩერნობილის ხანძრებთან დაკავშირებით, მოსახლეობამ სიმართლე უნდა იცოდეს და შესაბამისი პირებისგან ანგარიშის ჩაბარების შემდეგ მათ ინფორმირებას მოახდენს.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში მყოფი ორსულის მდგომარეობა სტაბილურია. მისივე ინფორმაციით, კლინიკაში მოთავსებული სამი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაც პათოლოგიის გარეშეა.
ეროვნული ბიბლიოთეკის ვირტუალური მუზეუმი დედა ენის გამოფენას მასპინძლობს. ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას” ბიბლიოთეკიდან აცნობეს.
14 აპრილს საქართველოში "დედა ენის" დღე აღინიშნება.
1978 წელს ქართველმა საზოგადოებამ მტკიცე პროტესტი გამოთქვა საბჭოთა ხელისუფლების გადაწყვეტილების წინააღმდეგ, რომლის თანახმადაც ქართული ენა სახელმწიფო ენის სტატუსს კარგავდა.
სომხეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1067-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსისგან 69 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კვერცხი – აღდგომის სიმბოლოა. ტრადიციისამებრ მას ეკლესიაში აკურთხებენ, მიაქვთ ახლობლებისთვის, ურიგებენ გაჭირვებულებს.
Human Rights Watch საბერძნეთს მოუწოდებს, დაუყოვლებლივ გაათავისუფლოს მიგრანტი ბავშვები, რომლებსაც თანმხლები არ ჰყავთ დაკავების ცენტრებიდან და საკნებიდან. ორგანიზაცია დღეიდან კამპანიას იწყებს #გაათავისუფლეთბავშვები და აღნიშნავს, რომ ბავშვების მსგავს პირობებში ყოფნა ყოველთვის არასწორია, მაგრამ ახლა, პანდემიის გავრცელების ფონზე ისინი განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ არიან.