
2020 წელი მსოფლიო ეკონომიკისთვის 1930-იანი წლების „დიდი დეპრესიის“ შემდეგ ყველაზე რთული იქნება, - ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა ვაშინგტონში გამართული ბრიფინგის დროს განაცხადეს.
მათი თქმით, მიმდინარე წელს მსოფლიო ეკონომიკა 3%-ით შემცირდება, რაც 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს აღემატება.
ამასთან, ორგანიზაციის განცხადებით, შექმნილი ეკონომიკური კრიზისი ყველაზე მეტად ევროკავშირის ქვეყნებს დააზარალებს, რომლებიც დღესდღეობით პანდემიის ეპიცენტრს წარმოადგენს.
სავალუტო ფონდის მტკიცებით, თუ კორონავირუსი წლის ბოლომდე საბოლოოდ დამარცხდება, 2021 წელს მსოფლიო ეკონომიკა სავარაუდოდ, 5.8%-ით გაიზრდება.