-
2020-04-14 19:22
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველის მოადგილის, გია ვოლსკის განცხადებით, მთავრობის მიერ ქვეყანაში ახალი კორონავირუსის სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების გამო დაწესებულ ახალ შეზღუდვებს უმრავლესობა მხარს დაუჭერს.
„დღემდე ძალიან ბევრს ვსაუბრობდით იმაზე, რომ შეკავების სტრატეგია, რომელიც მთავრობამ გაატარა და ჯანდაცვის მუშაკებმა ივაჟკაცეს, ეს ყველაფერი შეიძლება, დარჩეს მეორე პლანზე და ვირუსის გავრცელების ხარისხი და არეალი იმდენად გაფართოვდეს, რომ უდიდესი პრობლემა შეუქმნას ქვეყანას, როგორც ჰუმანიტარულ, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით. რასაკვირველია, ამ კრიზის მიღმა არ დარჩება პოლიტიკაც“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
მისივე თქმით, სწორედ არსებული ვითარებიდან გამომდინარე მიიღო მთავრობამ გადაწყვეტილება