ჯვართამაღლების ტაძარში პანდემიის დასრულებამდე მსახურება მრევლის გარეშე ჩატარდება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ მიმართვას ტაძრის წინამძღვარი მამა თეოდორე გიგნაძე ავრცელებს.
საქართველოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 84-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტება განუცხადა.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 24 საათში 15-ით გაიზარდა და 385 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5053 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 527 პირი.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა 20 ათასი უმაღლესი ხარისხის კორეული PCR ტესტი მიიღო.
უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესი გრძელდება. დღეს გეგმური რეისის ფარგლებში თელ-ავივი-თბილისის რეისი შესრულდება.
ვაი, ამ ჩვენი მიწითა და სისხლით გაუმაძღარ ერთმორწმუნე რუსეთს, რომელიც საყოველთაო პანდემიის დროს ვერ ცხრება ჩვენი მიწების მიტაცებით, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს, რითაც სოფელ ტახტისძირის მიმდებარედ ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვის უკანონო პროცესს ეხმაურება.
ნიგერიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი აბა კიარი კორონავირუსით გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
უკრაინის ეროვნული გვარდიის მეთაურს გენერალ-ლეიტენანტ მიკოლა ბალანს კორონავირუსი დაუდგინდა, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ანტონ გერაშჩენკო სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
COVID19-ის ვაქცინის შესაქმნელად გლობალური კოალიციის შექმნა გვჭიდება, - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მარგვეთისა
და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, ქვეყანაში შექმნილი ძალიან სერიოზული მდგომარეობის გამო, მსურს საჯაროდ ვუპასუხო თქვენი მხრიდან დასმულ შეკითხვებს.