-
2020-04-18 23:35
სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ცოტა წინ მივიდა. სააღდგომო ლიტურგია ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში დღეს, 23:15 საათზე დაიწყო.
ლიტურგიის დასრულების შემდეგ უწმინდესი ტრადიციულად ერს სააღდგომო ეპისტოლეთი მიმართავს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს მიულოცავს.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წინ დიდმარხვა უძღოდა. მომდევნო კვირას, ბრწყინვალე შვიდეულის განმავლობაში კი მსგეფსია და ხსნილია ყოვლითურთ. მრევლს შეეძლება არასამარხვო საკვები ოთხშაბათსა და პარასკევსაც მიიღოს