საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს. განხორციელდა თელავივი - თბილისის რეისი, რომლითაც სამშობლოში 154 მოქალაქე დაბრუნდა.
საქართველო, ძალიან მიყვარხარ, - ასე სრულდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლე.
თბილისის მერმა კახა კალაძემ მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და გაცემული რეკომენდაციების შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.
ჩინეთში შაბათს, დღის ბოლოს კორონავირუსის 16 ახალი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა,რაც ქვეყნის ჯანმრთელობის ეროვნული კომისიის მონაცემებით, ყველაზე დაბალი ყოველდღიური მაჩვენებელია 17 მარტის შემდეგ.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცნობით, კორონავირუსისგან მსოფლიოში 160 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.
მსოფლიოს მართლმადიდებელი ქრისტიანები თავიანთ კალენდარში ყველაზე მიშვნელოვან დღესასწაულს შეზღუდვებისა და აკრძალვების ფონზე ზეიმობენ, - ამის შესახებ BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორ აღნიშნავს წელს აღდგომას მსოფლიოს სხვადასხვა მართლმადიდებლური ეკლესია. სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება საქართველოზეა გამახვილებული.
მართლმადიდებელი სამყარო დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში, დიდ შაბათს, წმინდა ცეცხლის გადმოსვლა მორწმუნეებისთვის ქრისტეს აღდგომისა და უფლის მოწყალების უტყუარი ნიშანია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. მთავრობის მეთაური მილოცვას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“, ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს და მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.
უნდა გვახსოვდეს, რომ უფლის ნების გარეშე ჩვენი თმის ერთი ღერიც არ დავარდება, მითუმეტეს, ჩვენი სიცოცხლეც და გარდაცვალებაც უფლის ხელშია, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის სააღდგომო ეპისტოლეშია ნათქვამი. ეპისტოლეში ნათქვამია, რომ “მთავარია, შევინარჩუნოთ ზომიერება, სულის სიმშვიდე და ღმერთთან სიახლოვის სიხარული”.