თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კლინიკას ბოლნისის კლასტერიდან კორონავირუსით ინფიცირებული ერთი პაციენტი დაემატა, რომელსაც პნევმონია აქვს.
თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გამოკვლეული 38 პაციენტიდან ერთს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კლინიკურმა ხელმძღვანელმა, კახა ბეროზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტი თეთრიწყაროს კლინიკის თანამშრომელია და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 83 წლის იყო, ქრონიკული პათოლოგიებით.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 485-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.
კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა.
კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ახალციხეში. „ახალციხის კლინიკა იმედში“ მოთავსებულ შუახნის მამაკაცის ანალიზის პასუხები დღეს გახდა ცნობილი.
თურმე, მეტი შემთხვევები გვქონდა და ამას ვერ აღმოვაჩენდით. ჩვენ ბევრი არაპირდაპირი ინდიკატორი გვაქვს, რომლითაც ვაკონტროლებთ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რითაც საზოგადოების ნაწილის შეშფოთებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში შესაძლოა, იმაზე მეტი ინფიცირებული იყოს, ვიდრე ოფიციალურად დადასტურებული 456 ადამიანია, თუმცა მათი გამოვლენა იმის გამო ვერ ხდება, რომ საყოველთაო ტესტირება არ ტარდება.
კახეთის პოლიციის სამხარეო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ყანდაურში ერთი წლის წინ მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნოდარ გამყრელიძე დააკავეს, რომელიც თავდაპირველად ბრალდებული 85 წლის ომარ გამყრელიძის შვილია. სამართალდამცველები მას ერთი წლის განმავლობაში ეძებდნენ და ცოტა ხნის წინ საკუთარ სოფელში მიაკვლიეს.
პოლიტიკური ოპონენტებისა და მათი ტელევიზიების, „ტროლებისა“ და „ბოტების“ მხრიდან ექიმების, შეზღუდვების და ხელისუფლების მიერ მიღებული სხვა ზომების კრიტიკა, პანდემიის დროს პოლიტიკური მოროდიორობაა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
მერილენდის შტატში სასწრაფო დახმარების ცხელ ხაზზე სადეზინფექციო ხსნარის მოხმარების შესახებ 100 სატელეფონო ზარი შევიდა – იუწყება გამოცემა The Hill.