საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 29 ადამიანი გამოჯანმრთელდა და საერთო ჯამში, 269 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5083 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 505 პირი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 6-ით გაიზარდა და 610 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5083 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 505 პირი.
2020 წლის ზაფხულიდან Google-ს პლატფორმებზე რეკლამის დამკვეთების მითითება სავალდებულო გახდება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა.
იტალიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით 236 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო ინფორმაციით, ქვეყანაში, მთლიანობაში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 29 315 შეადგინა.
როდესაც დადგება დღის წესრიგში განვიხილოთ ის, თუ როგორ გარემოში უნდა ჩატარდეს არჩევნები, მზად ვართ, კონსულტაცია გავუწიოთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიციის ბრალდებები მიუთითებს იმაზე, რომ მათ პრემიერ-მინისტრის პარლამენტში დაბარება „მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციისთვის სურთ“.
თუშეთის გზაზე მეწყერმა რამდენიმე ადამიანი მოიყოლა. შემთხვევა ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 36-ე კილომეტრზე მოხდა.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს შეხვდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში დაახლოებით 12-დან 15-მდე კლასტერია, რომელთაგან დღეს ეპიდემიოლოგების ყველაზე დიდი ყურადღება ქვემო ქართლის რეგიონზეა მიპყრობილი. როგორც გამყრელიძემ განაცხადა, აღნიშნულ რეგიონში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 198 შემთხვევაა, რის გამოც შემუშავებულია რეგიონის მხარდაჭერის გეგმა და იქ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მუშაობა კიდევ უფრო გააქტიურდება.