-
2020-05-11 11:27
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურში მოთავსებულ კრიტიკულ პაციენტთან უკვე მეორე დღეა მდგომარეობის სტაბილიზირება მიღებულია, თუმცა პროგნოზზე ლაპარაკი ნაადრევია.
მისივე თქმით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 2 ახალი პაციენტი მოათავსეს, ორივე თეთრიწყაროს კლასტერს უკავშირდება.
ამასთან, მისივე განმარტებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევიდან, ყველა თეთრიწყაროს კლასტერიდანაა და სამივე საკარანტინო სივრცეში იყო.
„ამ ეტაპზე ჩვენ გვყავს 41 დადასტურებული შემთხვევა, გუშინ გამოჯანმრთელდა ერთი და უკვე 87 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს, რომელმაც დატოვა ჩვენი კლინიკა. ერთი კრიტიკული პაციენტი, რომელიც გვყავდა, დღეს შეიძლება ითქვას, რომ მასთან მეორე დღეა მდგომარეობის სტაბილიზირება მიღებულია, მაგრამ ჯერ პროგნოზზე ლაპარაკი არ შეიძლება იმიტომ, რომ თუ ეს სტაბილიზირება ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე, მერე შეგვიძლია ვილაპარაკოთ შემდგომ გამოსავალზე. დაგვემატა კიდევ 1 პაციენტი მძიმე პნევმონიით და გვყავს 2, მათთან დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა ბოლო 24 საათის განმავლობაში”, - განაცხადა ეზუგბაიამ