
ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას თეთრიწყაროდან ერთი ახალი პაციენტი დაემატა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საავადმყოფოში მძიმე პაციენტი არ იმყოფება.
„ბოქსირებულ სექტორში არის 75 პაციენტი. Covid-19-ის დიაგნოზის მქონე არის 62. 18 წლამდე მოზარდი არის 10. პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 5 პაციენტია მხოლოდ საყურადღებო. ამ შაბათ-კვირის განმავლობაში ექვსი ინფიცირებული გამოჯანმრთელდა. აქედან 3 გამოჯანმრთელებული რჩება კლინიკაში და სავარაუდოდ, დღეს-ხვალ დატოვებენ კლინიკას. მათ შემთხვევაში გამოჯანმრთელება დადასტურებულია და ველოდებით მსუბუქი სიმპტომების ალაგებას. გვაქვს ერთი ახალი შემთხვევა. ის თეთრიწყაროდანაა, ცნობილი კლასტერია და არის საშუალო ხსნის ქალი. ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მძიმე პაციენტი არ გვყავს. 6 პაციენტი კი ელოდება კვლევაში ჩართვას," - განაცხადა სოლოღაშვილმა.