ამ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ღვაწლმოსილი ვეტერანები, რომლებიც უკვე იმ ასაკში არიან, რომ მათზე ზრუნვა ჩვენი ყოველდღიური ვალდებულება უნდა იყოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს ვაკის პარკში განუცხადა. მან მოსახლეობას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.
დღეს ევროპის დღეა და სიმბოლურია, რომ ზუსტად 5 წლის შემდგომ, როდესაც ჯანსაღმა მსოფლიომ ფაშიზმი დაამარცხა, ევროპაში გაჩნდა ერთიანი თანაცხოვრების იდეა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს ვაკის პარკში განუცხადა. მისი თქმით, უხილავ მტერთან ბრძოლაში ევროპა და ევროკავშირი იყო პირველი, რომელმაც გამოთქვა სურვილი და საქართველოს კონკრეტული ნაბიჯებით დაეხმარა
ვფიქრობ, სააკაშვილის მხრიდან ეს არის მორიგი მცდელობა, რომ მისი რეინკარნაცია მოხდეს, მაგრამ ვფიქრობ, რამდენიმე თვეში ჩვენ ვიხილავთ მორიგ ჯერზე გამოძევებულ სააკაშვილს, - ასე გამოეხმაურა თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნვას.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 3-ით გაიზარდა და 626 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 9-ით გაიზარდა 297 გახდა.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურში მოთავსებული ერთი მძიმე და ერთი კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა უცვლელია. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ამჟამად ინფექციურ საავადმყოფოში 42 პაციენტი წევს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ ნინუამ თანამდებობა დატოვა.
8 მაისს, დღის მეორე ნახევრიდან 11 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის, დევი ტაბიძის განცხადებით, ყველა ადამიანის შემთხვევაში, ვისაც კორონავირუსზე ტესტირება გუშინ ჩაუტარდა, უარყოფითი პასუხი მიიღეს. დღეს კი ისინი 14-15 პაციენტის გატესტვას გეგმავენ.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანაა ახალ კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით.
ფრანგული კომპანია Louis Vuitton Moët Hennessy-ის ხელმძღვანელმა ბერნარ არნომ კორონავირუსის შედეგად, 30 მილიარდი დოლარი დაკარგა.