10 წლის ლვოველმა ბიჭუნამ ტარას კროტკომ უკრაინის არმიას ახლობლების მიერ დაბადების დღეზე მისთვის ნაჩუქარი 1.300 გრივნა შესწირა. თანხა ბიჭს პლანშეტის საყიდლად ჰქონდა გადადებული, თუმცა, არმიის შესაწირად ადგილობრივ რადიოსადგურში მიიტანა.
ზღვაში გასულმა მეთეევზეებმა გართობა გადაწყვიტეს და ერთ-ერთი სახეობის თევზი ნავში „დასვეს“ და სიგარეტი „მოაწევინეს“.
მსოფლიო საქველმოქმედო აქცია Ice Bucket Challenge-ის ფარგლებში საქართველოდან უკვე 11 000 ლარამდე თანხაა გადარიცხული.
პოლონელი წყვილი, რომელთაც პორტუგალიაში მოგზაურობისას ორი მცირეწლოვანი შვილი ახლდა თან, „სელფის“ გადასაღებად ერთ-ერთ უმაღლეს მთაზე აბობღდა.
რეზო ამაშუკელი მორიგ ვიდეომომართვას ავრცელებს და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას აანალიზებს.
ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში მშობიარე გარდაიცვალა. ექიმებმა ახალშობილის გადარჩენა შეძლეს.
რუსთავის მე–6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სპეცრაზმის შესვლის ფაქტს სამინისტროში არ ადასტურებენ , თუმცა აცხადებენ, რომ პოლიცია მართლაც გამოიძახეს.
უკრაინის ეროვნული გვარდია კიევის ცენტრში სამხედრო აღლუმში მონაწილეობისთვის ემზადება. აღლუმის მსვლელობის რეპეტიცია უკვე დაწყებულია. როგორც ცნობილი ხდება, გვარდიის დანაყოფების სააღლუმო შეძახილებში ერთერთი "პუტინ *უილო" იქნება.
მყინვარ დევდორაკზე კვლავ არსებობს სტიქიური პროცესების გააქტიურების რისკი, – ამის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მე, როგორც კონსტიტუციის გარანტი, ვიქნები როგორც პრეზიდენტის, ასევე პარლამენტის და ხელისუფლების სხვა შტოების დამცველი და არასდროს არ დავყვები პოლიტიკურ კონიუნქტურას ამ მიმართულებით, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა.