საქართველო უკვე საპარლამენტო რესპუბლიკაა და კითხვა, თუ ვინ უნდა წავიდეს გაერო-ში, არ არსებობს, - ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს.
პროკურატურაში გაცემულ პრემიებს ''ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი'' ასაჯაროვებს, რომლიც თანახმად უწყებაში მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში თითქმის 4 მილიონ ლარამდე პრემიაა დარიგებული. 2013 წელს კი პროკურატურის სისტემაში სულ 5 900 857 ლარის ოდენობის პრემია გაიცა.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე კიდევ ერთხელ ეხმიანება შს მინისტრის მიერ გაჟღერებულ ვერსიას "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან თითქოსდა არეულობის მომზადების შესახებ და "ფეისბუქზე" სტატუსს აქვეყნებს.
მარიუპოლთან ბატალიონ "აზოვის" მებრძოლებმა რუსი ტერორისტების სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი გააუვნებელყვეს. მათ 20 ტერორისტი მოკლეს, 11 კი ტყვედ აიყვანეს. თავად "აზოვს" დანაკარგი არა აქვს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ერაყში მოლაპარაკებების გასამართად სატრანსპორტო თვითმფრინავით გაფრინდა.
2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიიდან 13 წელი გავიდა. 2001 წლის 11 სექტემბერს, ადგილობრივი დროით, 08:45 საათზე ტერორისტების მიერ გატაცებული ოთხი სამგზავრო თვითმფრინავიდან პირველი – ბოინგ-767 ნიუ-იორკში მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ჩრდილოეთის ცათამბჯენს 93-ე და 99-ე სართულებს შორის შეეჯახა. თვითმფრინავის ბორტზე 81 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის – 5 ტერორისტი და ეკიპაჟის 11 წევრი.
ვერძი
მოულოდნელი შეტყობინების, ზარის გამო დღის გეგმების განხორციელებას ვერ შეძლებთ. ზოგიერთ საქმიანობაზე კი, სხვების საკეთილდღეოდ, საერთოს უარის თქმა მოგიწევთ.
ქალისა და მამაკაცის პრეზერვატივის რეკლამა ფრანგულ ტელეარხებზე მიმდინარე წლის ივლისში გამოჩნდა და საზოგადოება რომ გვარიანად გაახალისა, ეს მათ მიერ დატოვებული კომენტარებიდან გამოიკვეთა.
ჟურნალისტი ირაკლი ტაბლიაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ავრცელებს "ქორთიარდში" გადაღებულ ფოტოს, სადაც აღბეჭდილია "რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის" ლიდერის ვლადიმირ ხომერიკისა და ყოფილი დეპუტატის, ნიკა კვეზერელის შეხვედრა.
ხანძარი მთაწმინდის ტყის მასივში, რომელიც დაახლოებით ორმოცი წუთის წინ გახდა შესამჩნევი, ლოკალიზებულია. ხანძრის კერას 8 სახანძრო ბრიგადა და ტყეში შესული მეხანძრეები ებრძოდნენ.