
ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში მსახიობი ია სუხიტაშვილი სამომავლო გეგმებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ეს წელი პროფესიულად ძალიან დატვირული ექნება.
რაც შეეხება ზაფხულს, მსახიობი ამბობს, რომ თითქმის არ დაუსვენია.
„ვერ ვიტყვი, რომ დავისვენე. აგარაკზე მარტოფში მივდიოდი სამ-სამი დღით და უკან ვბრუნდებოდი.
საშინელი ზაფხული იყო ჩემთვის. სიცხე ძალიან არ მიყვარს. დილის 8-ს ნახევარზეც კი საშინლად ცხელოდა.
მიშას უყვარს გართობა და სულ არ მოსწონს აგარაკზე წყნარად ყოფნა. მე კი პირიქით ვარ.
ისე იხსნება და იკეტება კლუბები, არ მივდივარ. მაგრამ არის პერიოდები, როცა მივყვები გასართობად, ან ის მომყვება მშვიდ ადგილას.
არც იმის პრობლემა მაქვს, ცალ-ცალკე დავისვენოთ”, - აცხადებს მსახიობი.