
პარლამენტარებს შორის ავტომობილის ყველაზე პოპულარული მარკები Mercedes, Toyota, BMW, Volkswagen და Toyota LEXUS-ია.
2010 წლის შემდეგ გამოშვებული ავოტმობილი პარლამენტის სულ 6 წევრს ჰყავს.
16 დეპუტატს და მათ ოჯახის წევრებს კი ერთზე მეტი ავტომობილი აქვთ.
მათ შორის, ყველაზე მეტი, 7 ავტომობილი კობა ნაყოფიას და მისი ოჯახის წევრებს აქვთ. დეპუტატებს შორის ყველაზე ძველი მანქანა, 1949 წლის „პობედა“, გიორგი კარბელაშვილს ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ პერიოდულად აქვეყნებს ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ.
ამჯერად, ორგანიზაციამ ქონებრივ დეკლარაციებზე დაყრდნობით დეპუტატებისა და მათი ოჯახის წევრების მფლობელობაში მყოფ მანქანებზე შეაგროვა ინფორმაცია.