
მსახიობი მაკა ძაგანია 34 წლის ასაკში მეორედ ხდება დედა.
რამდენიმე თვის წინ ქორწინების უღელიც მეორედ დაიდგა - ცოლად მსახიობ გიგა ცერცვაძეს გაჰყვა.
ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში მსახიობი აცხადებს, რომ გათხოვება ჟურნალისტების თავდასხმის თავიდან არიდების მიზნით დამალა.
„ჩვენი ამბავი გარშემომყოფებმაც არ იცოდნენ. მე და გიგა გასული წლის სექტემბრიდან ერთად ვართ და ეს პერიოდი ვცდილობდით, არავის არაფერი გაეგო. ჩვენს ნაჭუჭში ვიყავით მოქცეული და თავს კარგად ვგრძნობდით.
ალბათ, ჩემი გათხოვებით ხელი არავის შეეშლებოდა და ამის დამალვითაც არავის არაფერი მოუვიდოდა, მაგრამ ასე ვამჯობინეთ. რაც შეეხება ფეხმძიმობის დამალვას, 3 თვემდე არ ვიცოდი, შევინარჩუნებდი თუ არა ნაყოფს. კარგად არ ვიყავი და ამის გამო არ ვამხელდი“, - აცხადებს ძაგანია.
მსახიობის თქმით, ბავშვს ნოემბრის მეორე ნახევარში ელოდებიან და თუ გიორგობის დღესასწაულს დაემთხვა, ბიჭს გიორგის დაარქმევენ. რაც შეეხება სერიალში „ჩემი ცოლის დაქალებში“ დაბრუნებას, მისი თქმით, სერიალების შემქმნელებთან ამაზე არ უსაუბრია.
„სერიალიდან არ წამოვსულვარ, არც მათ გამოვუშვივარ, არავის უთქვამს, აღარ ითამაშებო, ამიტომ ამ თემაზე კომენტარს არ გავაკეთებ, პასუხი არ მაქვს“, - აცხადებს ძაგანია.
„სარკე“