განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული ზ.მ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ საქართველოს პროკურატურიდან აცნობეს.

>>>

მომსახურების სააგენტოში COVID-19-ის გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი განახლდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, 1-ელი ივნისიდან, საქართველოს მასშტაბით, COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების გამო შეზღუდული ყველა სახის სერვისი განახლდება და მოქალაქეებს ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში მოემსახურება.

>>>

კახა კალაძე - მგზავრებმა აუცილებლად უნდა იქონიონ პირბადეები, მათ გარეშე შეუძლებელი იქნება გადაადგილება, მძღოლი არ დაძრავს ავტობუსს

მგზავრებმა აუცილებლად უნდა იქონიონ პირბადეები, პირბადეების გარეშე შეუძლებელი იქნება გადაადგილება, უბრალოდ, მძღოლი არ დაძრავს ავტობუსს , - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

>>>

დღეს საქართველოს პარლამენტში გიორგი გახარიას მოუსმენენ

საკანონმდებლო ორგანოში დღეს პრემიერ-მინისტრს მოუსმენენ. გიორგი გახარია პარლამენტში "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ფრაქციებმა ინტერპელაციის წესით დაიბარეს. თემები, რაზეც ოპოზიციონერი დეპუტატები პრემიერ-მინისტრს კითხვებს დაუსვამენ, შეეხება კორონავირუსის გამო ქვეყანაში შექმნილ კრიზისს, შემოსავლის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების დახმარებისა და ეკონომიკური აღდგენის გეგმას, ეროვნული ვალუტის გაუფასურებას და სხვ.

>>>

საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა განახლდა

საქართველოში ყველა სახის მუნიციპალურმა ტრანსპორტმა მუშაობა განაახლა. მათ შორის მუშაობს თბილისის მეტროც. საზოგადოებრივი ტრანსპორტი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში დადგენილი წესებით იმუშავებს.

>>>

მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან 6 საკარანტინო სივრციდანაა, 2 კი ბოლნისიდან

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 8 ახალი შემთხვევიდან 6 საკარანტინო სივრციდანაა, 2 კი ბოლნისიდან.

>>>

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი 3-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 746 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 3- ით გაიზარდა და 576 გახდა. კარანტინის რეჟიმშია 2966 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 250- პირი.

>>>

სოფელ მუშევანის მოსახლეობას დღეს გაფართოებულ ტესტირებას ჩაუტარებენ

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ მუშევანში, დღეს მოსახლეობას გაფართოებულ ტესტირებას ჩაუტარებენ. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, მუშევანში ეპიდემიოლოგების 9 ჯგუფი იმუშავებს და საკვლევ მასალას 500-ზე მეტ ადგილობრივ მოსახლეს აუღებენ.

>>>

კახა კალაძე - მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმა, დეველოპერებს და სამშენებლო სექტორს ძალიან დიდ შეღავათს მისცემს

ძალიან მნიშვნელოვანია ეს სექტორი ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით დედაქალაქისთვის.

>>>

ეკა ბესელია - შეიძლება ირაკლი კობახიძე ხიბლშია და კარგი ჰგონია, რომ მის მართლა გოიმურ ფრაზებს იმეორებენ - მგონი დროა, ვინმემ ურჩიოს, რომ ამ ფრაზებით საკუთარ თავს იხასიათებს

მგონი დროა, ირაკლი კობახიძეს ვინმემ ურჩიოს, რომ ამ ფრაზებით როცა საუბრობს, საკუთარ თავს იხასიათებს, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

>>>

გამოკითხვა

დღის რომელ მონაკვეთში უსმენთ რადიოს ყველაზე ხშირად?