-
2020-07-27 11:16
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული საბა ჩხარტიშვილის ადვოკატის, დავით ჭიკაიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობაში დარჩენის საფუძვლები არ არსებობს.
როგორც პროცესის დაწყებამდე ჭიკაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საბა ჩხარტიშვილს ძალადობას ედავებიან, რასაც გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან კავშირი არ აქვს.
"სასამართლომ თავისი ინიციატივით მოიწვია მხარეები და შესაბამისად, წარმოდგენილი იქნებიან ბრალდებულები. ჩვენ საკმაოდ დასაბუთებული შუამდგომლობა გვექნება იმისთვის, რომ კონკრეტულად საბა ჩხარტიშვილი პატიმრობაში არ იქნას დატოვებული.
საბა ჩხარტიშვილს ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. აღნიშნული მუხლი 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ასევე ალტერნატივის სახით ჯარიმასაც და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომასაც. შესაბამისად, აღნიშნულ მუხლზე პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობა არ არსებობს.